ზუგდიდში საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრი გაიხსნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების გაძლიერების, ასევე საპოლიციო სერვისებზე მოქალაქეთა ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო გაზრდის მიზნით, სამეგრელოს რეგიონში, ქალაქ ზუგდიდში, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთიანი მომსახურების ცენტრი გაიხსნა.

შსს-ს ინფორმაციით, ცენტრი საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ლევან მაისურაძემ გახსნა.

მოქალაქეებს საშუალება ექნებათ ერთ სივრცეში მიიღონ 50-მდე საპოლიციო მომსახურება – მათ შორის, შეეძლებათ ⁠ჯარიმების გადახდა, ⁠გასაჩივრება, საჯარიმო სადგომიდან ავტომობილის გაყვანის ნებართვის აღება,

⁠ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შესახებ ცნობის მიღება, ⁠არაგაბარიტული/ზენორმატიული ტრანსპორტით გადაადგილების ნებართვის აღება და სხვა. საპატრულო პოლიციის სერვისცენტრი აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად. შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთიანი მომსახურების ცენტრი უკვე ფუნქციონირებს თბილისში, რუსთავში, მცხეთაში, გორსა და ბათუმში.

საპოლიციო სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდის და მომსახურების ეფექტიანობის გაუმჯობესების მიზნით,შინაგან საქმეთა სამინისტრო მსგავს პროექტებს სამომავლოდ სხვა ქალაქებშიც განახორციელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები