ვადაგასული მართვის მოწმობის შეცვლასთან დაკავშირებით, მომსახურების სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს
სატრანსპორტო საშუალების ვადაგასული მართვის მოწმობის შეცვლასთან დაკავშირებით, შსს მომსახურების სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს.
“სატრანსპორტო საშუალების ვადაგასული მართვის მოწმობის შესაცვლელად, დაინტერესებულმა პირმა საჭიროა მომსახურების სააგენტოში წარმოადგინოს:
• პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
• არსებული მართვის მოწმობა;
• ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (ფორმა IV-100/ა).
მართვის მოწმობის შეცვლა მომსახურების სააგენტოს ყველა სტრუქტურულ ერთეულში არის შესაძლებელი”, – წერია ინფორმაციაში.