„ფიფას“ პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთის საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობაზე დაწესებული აკრძალვა უნდა მოიხსნას

„ფიფას“ პრეზიდენტის, ჯანი ინფანტინოს განცხადებით, რუსეთის საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობაზე დაწესებული აკრძალვა უნდა მოიხსნას.

როგორც მან Sky News-თან ინტერვიუში აღნიშნა, ამ აკრძალვამ მხოლოდ მეტი ფრუსტრაცია და სიძულვილი წარმოშვა.

„რა თქმა უნდა, ეს უნდა განვიხილოთ. ამ აკრძალვამ არაფერი მოიტანა. ამან მხოლოდ მეტი სიძულვილი გამოიწვია. რუსი ბიჭებისა და გოგონებისთვის ევროპის სხვადასხვა ნაწილში ფეხბურთის თამაშის შესაძლებლობის მიცემა შეიძლება სასარგებლოც გამოდგეს. ვფიქრობ, ეს აუცილებლად უნდა გავაკეთოთ, სულ მცირე, ახალგაზრდულ დონეზე მაინც“, – განაცხადა ინფანტინომ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები