გია აბაშიძე: მმართველი პარტიის ინიციატივა კონსტიტუციური ორგანოების არაღიარების საჯარო მოწოდების სისხლისსამართლებრივ დასჯადობაზე შეესაბამება დასავლურ სტანდარტს, ნებისმიერი მავნებლური სპეკულაცია კი შეესაბამება რევანშისტების დღის წესრიგს
“ფაქტია, რომ “მეხუთე კოლონის” მხრიდან ბოლო პერიოდის კანონიერი ხელისუფლების ე.წ. არაღიარების სამარცხვინო პოლიტიკამ ხელი შეუწყო აგრესიულ პოლარიზაციას. ამას არასდროს უშვებენ არც ევროკავშირში და არც შეერთებულ შტატებში. ევრობლოკის არაერთ ქვეყანაში და არა მხოლოდ გერმანიაში, კონსტიტუციური წესრიგის უარყოფა, რითაც სახელმწიფოს ინტერესებს საფრთხე ემუქრება, იყო და არის მკაცრად დასჯადი,”- ამის შესახებ ანალიტიკოსი, გია აბაშიძე, სოციალურ ქსელში წერს.
ექსპერტის თქმით, „ნაცსექტის“ ე.წ. თავისუფლება, თავაშვებულობას არ უდრის და აღიკვეთება კანონიერი, აპრობირებული დასავლური სტანდარტებით.
„მმართველი პარტიის ინიციატივა კონსტიტუციური ორგანოების არაღიარების საჯარო მოწოდების სისხლისსამართლებრივ დასჯადობაზე შეესაბამება დასავლურ სტანდარტს, ნებისმიერი არაკომპეტენტური და მავნებლური სპეკულაცია კი შეესაბამება რევანშისტების დღის წესრიგს.
ფაქტია, რომ “მეხუთე კოლონის” მხრიდან ბოლო პერიოდის კანონიერი ხელისუფლების ე.წ. არაღიარების სამარცხვინო პოლიტიკამ ხელი შეუწყო აგრესიულ პოლარიზაციას. ამას არასდროს უშვებენ არც ევროკავშირში და არც შეერთებულ შტატებში. ევრობლოკის არაერთ ქვეყანაში და არა მხოლოდ გერმანიაში, კონსტიტუციური წესრიგის უარყოფა, რითაც სახელმწიფოს ინტერესებს საფრთხე ემუქრება, იყო და არის მკაცრად დასჯადი.
ნაცსექტის ე.წ. თავისუფლება თავაშვებულობას არ უდრის და აღიკვეთება კანონიერი, აპრობირებული დასავლური სტანდარტებით.“ – წერს აბაშიძე.