“საქართველოსა და აშშ-ის საგარეო უწყებებს შორის სამუშო ურთიერთობა ჩვეულებრივად მიმდინარეობს” – შალვა პაპუაშვილი

“საქართველოსა და აშშ-ის საგარეო უწყებებს შორის სამუშო ურთიერთობა ჩვეულებრივად მიმდინარეობს”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ლაშა დარსალიას სახელმწიფო დეპარტამენტში ჩვეულებრივი სამუშაო შეხვედრა ჰქონდა, რომელიც ორმხრივ ურთიერთობებს ეხება

„მნიშვნელოვანია ის მზაობა, რომელიც ჩვენი მხრიდან არსებობს ურთიერთობების გადატვირთვასთან დაკავშირებით. ჩვენი მზაობა, რომ დავივიწყოთ ის მავნე პრაქტიკა, რომელსაც ბაიდენის ადმინისტრაცია ქართველი ხალხის წინააღმდეგ აწარმოებდა, მათ შორის, ქართულ არჩევნებში ჩარევის გზით. ჩვენ მზად ვართ, ეს ფურცელი გადავშალოთ და შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ურთიერთობა გადაიტვირთოს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები