როდის შემოვა საქართველოში ვაქცინების ახალი დოზები – თამარ გაბუნიას განმარტება

“ივლისის ბოლომდე მილიონზე მეტი ვაქცინა იქნება ქვეყანაში, რაც მოგვცემს საშუალებას, რომ მასობრივი ვაქცინაციის პროცესი დავიწყოთ”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ დღეს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, 2,5 მილიონი დოზა ვაქცინის შემოტანაზე ჯანდაცვის სამინისტროს კონტრაქტი აქვს გაფორმებული და რამდენიმე დღეში იქნება პირველი მოწოდება.

„ივლისის ბოლომდე მილიონზე მეტი ვაქცინა იქნება ქვეყანაში, რაც მოგვცემს საშუალებას, რომ მასობრივი ვაქცინაციის პროცესი დავიწყოთ. 284 ბრიგადაა დღეს მობილიზებული და ჩართული ვაქცინაციის პროცესში. ერთ ბრიგადას დღეში 60 აცრის ჩატარება შეუძლია, რაც ჯამურად საკმაოდ დიდ რაოდენობას ქმნის და დღეში 17 000 აცრის ჩატარებაა შესაძლებელი. გარდა ამისა, იგეგმება ბრიგადების რაოდენობის გაორმაგება და  მასობრივი ვაქცინაციის ცენტრების გააქტიურება. უკვე აქტიურია „ჰუალინგის მასობრივი ვაქცინაციის ცენტრი“. უკვე მიდის კონსულტაციები დიდ მოლებთან, სადაც ჯანდაცვის სამინისტრო და ამ პროცესში ჩართული კლინიკები გამართავენ ვაქცინაციის ცენტრებს იმისთვის, რომ თვეში სულ მცირე მილიონი ადამიანის ვაქცინაცია მოვახერხოთ იმისთვის, რომ მეოთხე ტალღა თავიდან ავიცილოთ“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები