ფლორიდაში შენობის ნგრევის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 11-ს მიაღწია.
ამის შესახებ მაიამი-დედეს ოლქის მერმა, დანიელ ლავინი კავამ მედიას განუცხადა.
დაკარგულად კვლავ 150-მდე ადამიანი მიიჩნევა. სამძებრო სამუშაოები გრძელდება.
მრავალსართულიანი შენობა ნაწილობრივ 24 ივნისს ჩამოინგრა. ხელისუფლების ინფორმაციით, დანგრეულია 130 ბინიდან თითქმის ნახევარი.
ამასთან, New York Times-ი წერს, რომ ინჟინერმა, რომელმაც 3 წლის წინ შენობა შეამოწმა, თქვა, რომ არსებობს კონსტრუქციის “სერიოზული ზიანი”, თუმცა, მაშინ მის დასკვნას ყურადღება არ მიაქციეს.