ლევან ბეჟაშვილი: “ნაცმოძრაობის” პერიოდში იყო პრობლემა, მაგრამ დღეს დამოუკიდებლობაც დაკარგეს და კორუფციაში იხრჩობა სასამართლო სისტემა
“ნაციონალური მოძრაობის” პერიოდში, ბუნებრივია, იყო პრობლემა, ამას ნამდვილად ვერავინ უარყოფს, დღეს დამოუკიდებლობაც დაკარგეს და კორუფციაში იხრჩობა სასამართლო სისტემა”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, მოსამართლეები მდიდრდებიან და მინი ოლიგარქებად გვევლინებიან.
“ნაციონალური მოძრაობის” პერიოდში, ბუნებრივია, იყო პრობლემა და ამას ნამდვილად ვერავინ უარყოფს, მაგრამ სულ სხვა ამოცანები გადავწყვიტეთ, იქნებოდა ეს სასამართლო ხელისუფლების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გარდაქმნა მთლიანად, მაგრამ დამოუკიდებლობის თვალსაზრისით იმავე შეფასებას მივცემდი, თუმცა, არ იყო სასამართლო ხელისუფლებაში კორუფცია. დღეს დამოუკიდებლობაც დაკარგეს და კორუფციაში იხრჩობა სასამართლო სისტემა და მოსამართლეები მდიდრდებიან და მინი ოლიგარქებად გვევლინებიან”, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა “რუსთავი ორის” ეთერში საუბრისას.