ნიკოლოზ სამხარაძემ ოპონენტებს “რადარების შეცვლა” ურჩია

“მინდა, ჩვენს ოპონენტებს ვუთხრა, შესაცვლელი აქვთ რადარები, ისევე როგორც კარვები”, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი მუდმივად ღიაა კონსტრუქციული წინადადებებისთვის და ახალი იდეა/შემოთავაზებისთვის.

„მინდა, ჩვენს ოპონენტებს ვურჩიო და ვუთხრა, რომ მათი რადარები მოძველდა ან მწყობრიდან არის გამოსული. შესაბამისად, შესაცვლელი აქვთ რადარები, ისევე როგორც კარვები, რომლებიც ასევე მოძველდა და რომლებსაც უკვე არანაირი შინაარსი, არც საპროტესტო, აღარ აქვს, უბრალოდ, ქალაქის იერსახეს ამახინჯებენ.

ერთადერთი საკითხი, რომელზეც ალბათ ყველა აქ შეკრებილი პოლიტიკური პარტია ვთანხმდებით, არის ჩვენი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები. შესაბამისად, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი მუდმივად ღიაა კონსტრუქციული წინადადებებისთვის და ახალი იდეა/შემოთავაზებისთვის.

ერთად ვითანამშრომლოთ საქართველოს მთავრობასთან, ერთობლივი ძალისხმევით გავატაროთ ქმედითი საგარეო პოლიტიკა, მინიმუმამდე დავიყვანოთ შესაძლო საფრთხეები და მივიღოთ ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მოცემულობა მშვიდობისა და სტაბილურობის სახით. თუმცა, ეს მოწოდება, რა თქმა უნდა, არ ეხებათ იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს პოლიტიკური მდაბიოობის უმდაბლეს წერტილზე დაეშვნენ და საქართველოს პარლამენტში რუსეთის ჰიმნი ააჟღერეს. მე დარწმუნებული ვარ, რომ თავისი პარტიის წარმომადგენლებისგანაც მიიღეს ამისთვის გაკიცხვა. ეს შემოთავაზება ამ ადამიანების მომართ არ არის გაჟღერებული“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები