ირაკლი კოვზანაძე: რეგიონში ახალ გამოწვევებს ფეხი უნდა ავუწყოთ და შესაძლებლობებად ვაქციოთ

„რეგიონში ახალი ინფრასტრუქტურული პროექტების დაწყებასა და გამოწვევებს ფეხი უნდა ავუწყოთ და შესაძლებლობებად ვაქციოთ”, – ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას პრემიერმინისტრის ანგარიშის შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, უსერიოზულესი გეოპოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური გამოწვევების გარდამტეხ ეტაპზე ვდგავართ.
„რეგიონში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა. საკმარისია, აღინიშნოს ყარაბაღში მომხდარი მოვლენები, მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომელიც გამოწვეული იქნება ახალი ინფრასტრუქტურული პროექტებით და ეს პროექტები აუცილებლად დაიწყება. მე არაერთი მრავალმილიონიანი პროექტი მაქვს განხორციელებული ინფრასტრუქტურულ თუ  საფინანსო სფეროში, საქართველოში თუ საზღვარგარეთ და ვიცი, რასაც ვლაპარაკობ.
ამიტომ, ჩვენ ამ გამოწვევებს ფეხი უნდა ავუწყოთ და შესაძლებლობებად ვაქციოთ”, -განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ საპარლამენტო ტრიბუნიდან.
ირაკლი კოვზანაძემ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტი მხარს დაუჭერს ყველა იმ რეფორმას, რაც უზრუნველყოფს ეკონომიკის დინამიკურ და ინკლუზიურ ზრდას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, მოსახლეობის შემოსავლების ზრდას და, საბოლოოდ, ჩვენი ქვეყნის წინსვლას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები