ჭყონდიდის ეპარქიის სასულიერო პირებმა კათოლიკოს-პატრიარქს ბოლო დროს ეპარქიაში განვითარებული მოვლენებისთვის შენდობა სთხოვეს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ჭყონდიდელი მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი) და ამავე ეპარქიის სამღვდელო და სამონოზვნო დასი მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.

საპატრიარქოს ცნობით, სასულიერო პირებმა მის უწმინდესობას გაწეული ღვაწლისთვის მადლობა გადაუხადეს და ბოლო პერიოდში ჭყონდიდის ეპარქიაში განვითარებული მოვლენებისთვის შენდობა სთხოვეს.

მისმა უწმინდესობამ დალოცა ისინი და დასძინა: ,,თქვენ ყველანი ჩემს ხელში აღზრდილები ბრძანდებით, შვილებივით გაგზარდეთ, მამა-შვილური სიყვარულით და ეს სიყვარული უნდა დარჩეს.”

ჭყონდიდის ეპარქიის სამღვდელოებამ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საჩუქრად ხატი გადასცა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები