ირაკლი კობახიძე: „ნაცმოძრაობას“ ხელი არ მოუწერია მიშელის დოკუმენტზე, ამიტომ, მის პოზიციას მნიშვნელობა არ აქვს
„ნაციონალურ მოძრაობას“ ხელი არ მოუწერია მიშელის დოკუმენტზე, ამიტომ, მის პოზიციას მნიშვნელობა არ აქვს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებისთვის 40-პროცენტიანი საარჩევნო ბარიერის დაწესების საკითხზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, პრინციპულ საკითხებზე შეჯერებული პოზიციაა.
„მთელი ოპოზიცია ითხოვდა 40%-იან ბარიერს, ყველ,ა ვინც შეხვედრებს ესწრებოდა და ახლა „ნაციონალური მოძრაობა“ ამბობს, რომ არ მოსწონთ 40%-იანი ბარიერი. იქნებ, ერთმანეთში შეთანხმდნენ და გაერკვნენ, რა ურჩევნიათ და რა – არა. გამომდინარე იქიდან, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ხელი არ მოუწერია მიშელის დოკუმენტზე, მის პოზიციას მნიშვნელობა არ აქვს. სხვა პარტიები ითხოვდნენ 40-იან ბარიერს და, აქედან გამომდინარე, შემოთავაზებას. პრინციპულ საკითხებზე შეჯერებული პოზიციაა“, – აცხადებს ირაკლი კობახიძე.