ირაკლი კობახიძე: მიშელის დოკუმენტში პირდაპირ წერია, რომ შემდეგი ორი არჩევნებისთვის უნდა იყოს 2%-იანი ბარიერი – ვფიქრობთ, რომ სრული თანხმობა იქნება
„მიშელის დოკუმენტში პირდაპირ წერია ბარიერთან კავშირებით, რომ, შემდეგი ორი არჩევნებისთვის, უნდა იყოს 2%-იანი ბარიერი“, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
კობახიძე იმედოვნებს, რომ დოკუმენტის პროექტზე სრული თანხმობა იქნება.
„მიშელის დოკუმენტში პირდაპირ წერია ბარიერთან კავშირებით, რომ შემდეგი ორი არჩევნებისთვის უნდა იყოს 2%-იანი ბარიერი და ეს ზედმიწევნითაა ასახული ამ პროექტში. ფრაქციებს რაც შეეხება; ესეცაა მარტივი ცვლილება – ფრაქციები 4-კაციანი იქნება. რაც შეეხება პროკურორს; გათვალისწინებულია 3/5-ით, ე.წ. ანტიდაბლოკვის მექანიზმით გენპროკურორის არჩევა. ანუ, თუ 3/5-ით ვერ აირჩევს პარლამენტი გენპროკურორს, ამ შემთხვევაში, ჩვეულებრივ, უმრავლესობით, 76 დეპუტატის მხარდაჭერით მოხდება მისი არჩევა. დოკუმენტის პროექტი ჩვენ მიერ შედგენილია და ვფიქრობთ, რომ სრული თანხმობა იქნება“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.