ირაკლი კობახიძე: ყველაფერს ზედმიწევნით ვასრულებთ, რაც წერია მიშელის დოკუმენტში, ეს არის ჩვენი ნათელი პოზიცია

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით ყველაფერი ისე სრულდება, როგორც შარლ მიშელის დოკუმენტში წერია.

მისი თქმით, მმართველი გუნდის პოზიცია ნათელია.

„ჩვენ შევთანხმდით კონკრეტულ პროცესზე და ზედმიწევნით შევასრულეთ ყველაფერი, რაც ამას უკავშირდებოდა. ყველაფერს ზედმიწევნით ვასრულებთ, რაც წერია მიშელის დოკუმენტში. ეს არის ჩვენი ნათელი პოზიცია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები