ანა ბუჩუკური: ის ექვსი თვე, როცა პარლამენტში არ იყო ოპოზიცია, ქვეყნისთვის მძიმე იყო

“პარლამენტიდან გასვლაზე განცხადება არ არის სერიოზული დამოკიდებულება, რადგან ის ექვსი თვე, როცა პარლამენტში არ იყო ოპოზიცია, ქვეყნისთვის მძიმე იყო”, – ასე ეხმაურება “საქართველოსთვის” წევრი, ანა ბუჩუკური „ლელოს” ლიდერის მამუკა ხაზარაძის განცხადებას, რომ თუ მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი არ შეჩერდება, ოპოზიციამ ბოიკოტს უნდა მიმართოს.

მისივე თქმით, პარლამენტი არის პლატფორმა, რომელში მოსახვედრად ადამიანებმა პარტიებს მისცეს ხმა და აუცილებელია ამ მანდატის საქმისთვის გამოყენება.

„მმართველი პარტიის ხელმძღვანელობისგან რაც მოვისმინეთ, არის შარლ მიშელის დოკუმენტის პირდაპირი დარღვევა. 19 აპრილის შეთანხმებაში წერია, რომ აუცილებელია განხორციელდეს ფუნდამენტური რეფორმები სასამართლოში. ეს რეფორმები უნდა იყოს ღია და ინკლუზიური, უნდა შეფასდეს მესამე და მეოთხე ტალღები უკვე განხორციელებული რეფორმის. დოკუმენტში ეს წერია შავით-თეთრზე. სამწუხაროა, რომ მმართველი გუნდი ამის დარღვევას აპირებს, ეს არის ძალიან მძიმე არა მხოლოდ მმართველი პარტიისთვის, არამედ – ქვეყნისთვის. პარტნიორებისგან ვისმენთ მოწოდებებს და ამის ფონზე, როცა ხელისუფლება ნაკისრ ვალდებულებებს არ ასრულებს, ეს ნეგატიურად მოქმედებს საქართველოს რეპუტაციაზე. რაც შეეხება პარლამენტიდან გასვლას, ეს არ არის სერიოზული დამოკიდებულება, რადგან ის ექვსი თვე, როცა პარლამენტში არ იყო ოპოზიცია, ქვეყნისთვის მძიმე იყო. პარლამენტი არის პლატფორმა, რომელში მოსახვედრად ადამიანებმა პარტიებს მისცეს ხმა და აუცილებელია ამ მანდატის გამოყენება საქმისა და იმისთვის, რომ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პროცესებში ჯანსაღად ჩართული იყოს ჩართული ყველა პოლიტიკური პარტია”, – განაცხადა ბუჩუკურმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები