პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ გარყვნილ ქმედებაში და სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებაში ბრალდებულს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ გარყვნილ ქმედებაში და სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებაში ბრალდებული რ.ყ. დამნაშავედ ცნო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2020 წლის 17 სექტემბრიდან 9 ოქტომბრის ჩათვლით რ.ყ. 9 წლის გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედებას და სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას ახორციელებდა.
სამართალდამცველებმა რ.ყ. 2020 წლის 12 ოქტომბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ვ’’ ქვეპუნქტით (გარყვნილი ქმედება დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ) და 138-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
სასამართლომ რ.ყ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად, 15 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.