ვახტანგ გომელაური – ბადრი ესებუაზე: ჩვენი ინფორმაციით, საქართველოშია
“ხუმრობა იქეთ იყოს და ვმუშაობთ ამ საკითხზე”, – ასე პასუხობს შს მინისტრი, ვახტანგ გომელაური ძებნილი ბადრი ესებუას შესახებ ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას.
მისივე თქმით, ესებუას საქმე შსს-სთვის ღირსების საკითხია.
“ხუმრობა იქეთ იყოს და ვმუშაობთ ამ საკითხზე. შსს-სთვის ღირსების თემაა ეს საკითხი. ჩვენი ინფორმაციით, იმყოფება საქართველოში, მას არ დაუტოვებია ქვეყანა. იმედია, სწორი ინფორმაციაა”, – აღნიშნა მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ ,,საქართველოს ბანკზე,, თავდასხმაში ბრალდებული ბადრი ესებუას დაკავება ამ დრომდე ვერ ხერხდება და ის კვლავ ძებნაშია.