კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლენილია 469, იმერეთში – 69, კახეთში – 59

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 773 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 469 შემთხვევა, აჭარაში – 24, იმერეთში – 69, ქვემო ქართლში – 50, შიდა ქართლში – 29, გურიაში – 3, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 50, კახეთში – 59, მცხეთა-მთიანეთში – 5, სამცხე-ჯავახეთში – 11, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 4.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 8 799 საიდანაც: 2 633 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 428, აჭარაში – 171, იმერეთში – 348. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 674 პირი, მათ შორის, თბილისში – 304, აჭარაში – 48, იმერეთში -150. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 174 პირი, მათგან თბილისში – 113, აჭარაში – 8, იმერეთში – 12. 583 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 357 – თბილისში, 218- აჭარაში. 5 583 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები