თამთა მეგრელიშვილი: გაყიდული ომის მთავარმა შემოქმედმა, მიხეილ სააკაშვილმა ომის დაწყება საქართველოს, საკუთარ ქვეყანას დააბრალა, რათა იმავე რეზოლუციაში ტერმინი “ოკუპაცია” გამოყენებულიყო

“მთელმა მსოფლიომ იცის, რომ ,,ნაციონალურმა მოძრაობამ,, ხელი მოაწერა რეზოლუციას, სადაც ქართული მხარე დადანაშაულებულია კასეტური ბომბებით ომის დაწყებაში”, – ასე ეხმაურება საჯარო სამართლის დოქტორი, თამთა მეგრელიშვილი,, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის ინტერვიუს.

მეგრელიშვილი სვამს კითხვას, რას ნიშნავს ,,ნაციონალური მოძრაობის,, მხრიდან ხსენებული პოზიტიური პუნქტები. მთელმა მსოფლიომ იცის, რომ ,,ნაციონალურმა მოძრაობამ,, ხელი მოაწერა რეზოლუციას, სადაც ქართული მხარე დადანაშაულებულია კასეტური ბომბებით ომის დაწყებაში!

“2008 წლის შვიდ აგვისტოს ქართველმა სამხედროებმა გაუფრთხილებლად, ცხინვალის დაბომბვით დაიწყეს საბრძოლო მოქმედებები და სამოქალაქო საზოგადოებას საფრთხე შეუქმნეს არტილერიის და კასეტური ბომბების გამოყენებით”! გაყიდული ომის მთავარმა შემოქმედმა, მიხეილ სააკაშვილმა თავდაცვის მინისტრობიდან იარაღით მოვაჭრედ ქცეულმა კეზერაშვილმა და გვამის მოყვარულებმა ომის დაწყება საქართველოს, საკუთარ ქვეყანას დააბრალეს, რათა იმავე რეზოლუციაში ტერმინი “ოკუპაცია” გამოყენებულიყო და ჩვენთვის “პოზიტიური” სხვა პუნქტებიც ჩაწერილიყო. რას ნიშნავს პოზიტიური პუნქტები ან რამ შეიძლება, გაამართლოს საკუთარი ქვეყნის უკვე ხელმოწერილი დოკუმენტით გაყიდვა?! ამას ვერაფერი გაამართლებს! მაქვს კითხვა – ომის დაწყება, რომ არ დაგებრალებინათ საკუთარი ქვეყნისათვის, ისე ცივილიზებული სამყარო რუსეთს ოკუპანტს არ უწოდებდა?! საქართველოს ისტორიაში მოძალადე, მოღალატე, ანტისახელმწიფოებრივი ძალა იყავით და ამადვე დარჩებით. რაც უფრო მეტად ცდილობთ დამალვას, მით უფრო მეტად ყარხართ! პოლიტიკურად ყარხართ!“, – წერს თამთა მეგრელიშვილი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები