ლევან იოსელიანი შალვა პაპუაშვილსა და ლევან ბეჟაშვილს მადლობას უხდის

„გუშინდელმა განხილვებმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ პარლამენტში არიან ადამიანები, ვისაც მართლაც აინტერესებთ, როგორი საარჩევნო კოდექსი იქნება, როგორ ჩატარდება არჩევნები და შეძლებს თუ არა ვინმე, რამე მანიპულაცია განახორციელოს არჩევნების პერიოდში”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან იოსელიანმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

ლევან იოსელიანი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომას გამოეხმაურა, სადაც საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები განიხილეს.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კომიტეტის სხდომაში აქტიური მონაწილეობისთვის დეპუტატებს – შალვა პაპუაშვილსა და ლევან ბეჟაშვილს მადლობას უხდის.

„ეს საარჩევნო კოდექსი არ კეთდება რომელიმე პარტიისთვის ან რომელიმე ერთი პოლიტიკური ჯგუფისთვის, ეს არის ის, რაზეც ჩვენ შემდგომში უნდა დავაყრდნოთ ჩვენი პოლიტიკური აქტივობა – არჩევნებში მონაწილეობა და ყველას ინტერესშია, რომ ეს კანონი იყოს მაქსიმალურად ობიექტური და მაქსიმალურად გამჭვირვალე, რომ არჩევნების გამო აღარ მოხდეს ან ქვეყანაში დაპირისპირება და ჩვენ დღეს გვაქვს შანსი, რომ ამას მივაღწიოთ.
იმედი მაქვს, რომ საარჩევნო კოდექსი იქნება ის პირველი დოკუმენტი, რომელსაც მთლიანად ეს პარლამენტი დაუჭერს მხარს”, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები