დიმიტრი ხუნდაძე: თუ აქამდე რუსეთ-უკრაინის ომი იყო ძირითადი პრობლემა, ახლა ვფიქრობ, რომ მისი განვითარება უფრო დიდ მასშტაბს მიიღებს და უნდა მოვახერხოთ ამ საფრთხიდან დისტანცირება
გლობალურ საჭადრაკო დაფაზე ახალი ფიგურებია შემოტანილი, რომლებიც იწყებენ სრულიად ახალ თამაშს. თუ აქამდე რუსეთ-უკრაინის ომი იყო ძირითადი პრობლემა, ახლა ვფიქრობ, რომ მისი განვითარება უფრო დიდ მასშტაბს მიიღებს, – ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
წამყვანმა ჰკითხა, როგორი იქნება „ხალხის ძალის“ პოზიციონირება იმ კურსის მიმართ, რაც სახელმწიფოს საერთაშორისო ურთიერთობებში აქვს.
„ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი გავიარეთ, რომ ქვეყანას მეტი სიმართლით ავაცილეთ ის საფრთხე, რაც რეალობა იყო – როგორც მეორე ფრონტის ობიექტი, ისე ვიხილებოდით. ეს საფრთხეები არსად გამქრალა, კიდევ არსებობს. გლობალურ საჭადრაკო დაფაზე ახალი ფიგურებია შემოტანილი, რომლებიც იწყებენ სრულიად ახალ თამაშს. თუ აქამდე რუსეთ-უკრაინის ომი იყო ძირითადი პრობლემა, ახლა ვფიქრობ, რომ მისი განვითარება უფრო დიდ მასშტაბს მიიღებს და შეიძლება რუსეთ-ევროპის შეიარაღებულ დაპირისპირებად ჩამოყალიბდეს. ამერიკის შეერთებული შტატები დისტანცირდა და ვფიქრობ, რომ ჩვენც უნდა მოვახერხოთ ამ საფრთხიდან დისტანცირება“, – აღნიშნა ხუნდაძემ.