ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის იანვრის თვეში სამართალდარღვევის 32 ფაქტი გამოავლინეს

ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის იანვრის თვეში სამართალდარღვევის 32 ფაქტი გამოავლინეს, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, სამართალდარღვევებიდან 28 ფაქტი ხე-ტყის უკანონო მოპოვება და ტრანსპორტირებაა. ჯამში ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული სხვადასხვა სახეობის 112 კუბურ მეტრამდე ხე-ტყე, რომელიც სააგენტოს „საქმიან ეზოებში“ დასაწყობდა.

ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტებიდან 1 სამართალდარღვევა გამოვლენილია იმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ, 2 – სამცხე-ჯავახეთის, 1 – რაჭა- ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის, 4 – ქვემო ქართლის, 10 – კახეთის, 1- მცხეთა-მთიანეთის, 2- გურიის, 5 – სამეგრელო-ზემო სვანეთის, ხოლო 2 – შიდა ქართლის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ.

ასევე, გამოვლინდა სახელმწიფო ტყის თვითნებურად დაკავების 3 ფაქტი და 1 დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო კახეთის რეგიონში.

სამართალდარღვევებიდან სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს 3 ფაქტი, მასალები გადაგზავნილია შესაბამის საგამოძიებო უწყებაში.

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები