ტაჯიკეთში Starlink-ის სატელიტური ინტერნეტ სისტემა გამოჩნდა
ამერიკელი ბიზნესმენის, ილონ მასკის Starlink-ის სატელიტური ინტერნეტ-კომუნიკაციის სისტემა ტაჯიკეთში ხელმისაწვდომი გახდა, – ამის შესახებ ინფორმაცია Starlink-ის სოციალურ ქსელში ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.
„Starlink-ის მაღალსიჩქარიანი, დაბალი ლატენტობის ინტერნეტი ახლა ხელმისაწვდომია ტაჯიკეთში“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
Starlink არის თანამგზავრული ქსელი, რომელიც შექმნილია პლანეტის ნებისმიერ წერტილში ფართოზოლოვანი ინტერნეტის უზრუნველსაყოფად.