„რუსთავის აზოტსა“ და დასაქმებულებს შორის შეთანხმება შედგა
დასაქმებულებსა და „ინდორამა რუსთავი აზოტი“-ს შორის შეთანხმება შედგა, – ამის შესახებ „რუსთავის აზოტის“ თანამშრომელი, ბაჩანა კაპანაძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი ინფორმაციით, კომპანიამ, შვიდი პუნქტი დააკმაყოფილა, რომელთა შორისაა: ხელფასის მომატება, დასაქმებულთა მიმართ სასამართლო დავების შეწყვეტა, პროტესტის დროს ყველა დღის განაცდურის ანაზღაურება და პროფკავშირების შექმნა.
„შედგა შეთანხმება დასაქმებულებსა და „ინდორამა რუსთავი აზოტი“-ს შორის.
დაკმაყოფილებული პუნქტები:
- ხელფასის მატება დარიცხული 200 ლარის ოდენობით.
- 5 წლის მანძილზე ყოველი წლის თებერვალში 125 ლარის მატება.
- სასამართლო დავის შეწყვეტა დასაქმებულების მიმართ.
- 25% პრემიის გაერთიანება ფიქსირებულ ხელფასში 6 თვიდან 1 წლამდე ვადაში.
- პროტესტის დროს, ყველა დღის განაცდურის ანაზღაურება.
- შეიქმნება საამქროებიდან ნდობით აღჭურვილი ადამიანებისგან შემდგარი ჯგუფი, რომელიც იმუშავებს ქარხანაში შექმნილ პრობლემებზე.
- შეიქმნა პროფკავშირი.
მადლობა მინდა გადავუხადო აზოტის ქარხნის ყველა თანამშრომელს, ვინც იბრძოლა და ბოლომდე იდგა ჩვენს გვერდით“, – წერს ბაჩანა კაპანაძე სოციალურ ქსელში.