დიმიტრი ხუნდაძე: კორუფციასთან ბრძოლა რომ მთავარი პრიორიტეტია, რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან სწორი გადაწყვეტილება ხელისუფლების მხრიდან, ჩვენ ამას მხარს ვუჭერთ, მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი წესი და თავისი ზომა-წონა

კორუფციასთან ბრძოლა რომ მთავარი პრიორიტეტია, რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან სწორი გადაწყვეტილება ხელისუფლების მხრიდან, ჩვენ ამას მხარს ვუჭერთ, მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი წესი და თავისი ზომა-წონა, – ამის შესახებ საპარლამენტო ჯგუფის, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ გადაცემაში „იმედი Live“ განაცხადა.

მისი თქმით, ერთმანეთისთვის ეჭვით ყურებამ და შეშინებულმა გადაწყვეტილებებმა შესაძლოა უფრო მეტი შეცდომა განაპირობოს.

„არ შეიძლება ყველა საკითხს ეჭვის თვალით უყურებდეს ან გუბერნატორი, ან მერი, ან საკრებულოს რომელიმე წევრი, ან რომელიმე სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენელი. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, შეშინებული მერი ან საკრებულო როგორ მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას, როცა ის ყოველთვის ფიქრობს, რომ რაიმე არ შეეშალოს იმდაგვარი, რომ შემდეგ ეს ვინმესთვის სადავო გახდეს. კორუფცია დაუშვებელია, ამისთვის არსებობს შესაბამისი უწყებები ვინც თვალ-ყური უნდა ადევსო, არსებობს აუდიტის სამსახური, ანტიკორუფციული სამსახური, პროკურატურა, მაგრამ ის, რომ შიგნით ყველა ერთმანეთს ეჭვით უყურებდეს და შეშინებული გადაწყვეტილებები მიიღებოდეს ეს რა თქმა უნდა წარმოუდგენელია, ამან შეიძლება კიდევ უფრო მეტი შეცდომა განაპირობოს“, – განაცხადა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები