სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ ვადაგასული ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციის ფაქტები გამოავლინა
სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ ვადაგასული ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციის ფაქტები გამოავლინა, – ამის შესახებ ინფორმაციას სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო ავრცელებს.
„სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო ფარმაცევტულ საწარმოებში სანებართვო პირობების მონიტორინგის ახორციელებს.
ერთ-ერთი საწარმოს შემოწმებისას სააგენტომ ვადაგასული ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციის ფაქტები გამოავლინა. საწარმომ ასევე, ფარმაცევტული პროდუქტის ნაწილზე, ვერ წარმოადგინა აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ გაცემული ხარისხის სერტიფიკატი. გარდა ამისა, დაწესებულება პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციას წესის დარღვევით ახდენდა.
საერთო ჯამში საწარმოს 7 დასახელების, 99 239 ერთეული, წარმოების წესის დარღვევით არსებული ფარმაცევტული პროდუქტი ჩამოერთვა. შესაბამისი ოქმი, ჩამორთმეული ფარმაცევტული პროდუქტის კონფისკაციის მოთხოვნით, გადაეგზავნა სასამართლოს“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.