რესტორნები მუშაობას 00:00 საათამდე შეძლებენ
რესტორნებს მუშაობის უფლება 00:00 საათამდე ექნებათ, – ამის შესახებ საზოგადოებისთვის ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი.
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის, გიორგი ღიბრაძის განცხადებით, მსგავსი შეზღუდვა ვრცელდება სასტუმროს რესტორნებზეც და გასართობ დაწესებულებებზე.
„შეზღუდვა რჩება რესტორნების მიმართ. რესტორნები მხოლოდ 00:00 საათამდე იმუშავებენ. აღნიშნული დროის შემდეგ, რესტორნები არ იმუშავებენ, იგივე ეხება სხვა გასართობ დაწესებულებებს, ცხადია, ღამის კლუბებს. ამასთან, მსგავსი შეზღუდვა ვრცელდება სასტუმროს რესტორნებზეც“, – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.