გახდება თუ არა საქართველოში კოვიდვაქცინაცია სავალდებულო – ხათუნა ზახაშვილის განმარტება

“იმედი მაქვს ჩვენი მოქალაქეების ერთიანობის, სოლიდარობის იმ მძიმე მდგომარეობის მიმართ, რასაც კოვიდპანდემია ჰქვია”, – ასე აფასებს “კვირასთან” საუბარში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ხათუნა ზახაშვილი იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის მოსაზრებას, რომ საქართველოში შესაძლოა, იყოს ვაქცინების დიდი რაოდენობა, თუმცა, ქვეყანაში არ იყვნენ აცრის მსურველები.

ზახაშვილმა ასევე უპასუხა “კვირას” კითხვას, გახდება თუ არა საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია სავალდებულო.

“კვირასთან” საუბრისას  ზახაშვილმა ასევე განაცხადა, რომ ვაქცინაციასთან დაკავშირებით სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმა მღვდელმთავრებთან შეხვედრები გამართეს და მათი და მრევლის დამოკიდებულება ვაქცინაციის პროცესთან დაკავშირებით დადებითია.

“იმედი მაქვს, საქართველოში ვაქცინაციის პროცესთან დაკავშირებული პრობლემა არ დადგება. ასევე, იმედი მაქვს ჩვენი მოქალაქეების ერთიანობის, სოლიდარობის იმ მძიმე მდგომარეობის მიმართ, რასაც კოვიდპანდემია ჰქვია.

საუბარი იმაზე, რომ საქართველოში ვაქცინაცია სავალდებულო გახდეს – არ მიმდინარეობს. ჯერჯერობით, სავალდებულო არაა, უფრო სარეკომენდაციო ხასიათისაა. ყველას ვუწევ რეკომენდაციას, რომ აცრა გაიკეთონ. ვაქცინაციას შეუძლია პანდემიის დამარცხება.

ბიძინა კულუმბეგოვთან და ჯანდაცვის სფეროს სხვა წარმომადგენლებთან ერთად, გვქონდა შეხვედრები მღდედელმთავრებთან, მუსულმანური რელიგიის წარმომადგენლებთან, სადაც ვისაუბრეთ ვაქცინაციაზე და მათ დამოკიდებულებებზე. ისინი ამბობენ, რომ ჭეშმარიტი მოქალაქეების ვალდებულებაა ვაქცინაცია. ვერ ვიტყოდი, რომ მრევლი ვაქცინაციის წინააღმდეგია. თუ რაღაც ნაწილი, კატეგორია არის იმ ადამიანებისა, რომლებიც არიან ანტივაქსერები, მათ ალბათ, ჩემი აზრით, ინფორმაციის ნაკლებობა აქვთ, ინფორმაციის სიმწირეს დავაბრალებდი და ამ შემთხვევაში სასულიერო პირებმა და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებმა უნდა უზრუნველყონ ადამიანების ინფორმირებულობა”, – განუცხადა “კვირას” ზახაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები