ირაკლი კობახიძე: დარწმუნებული ვართ, რომ ყველა მუნიციპალიტეტში გვექნება სათანადო შედეგი იმის მიუხედავად, თუ როგორი იქნება ოპოზიციის სტრატეგია
“დარწმუნებული ვართ, რომ ყველა მუნიციპალიტეტში გვექნება სათანადო შედეგი იმის მიუხედავად, თუ როგორი იქნება ოპოზიციის სტრატეგია”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ,,ქრონიკასთან” განაცხადა.
მისი თქმით, ძალიან კარგია, რომ რიგი ოპოზიციური პარტიები გათავისუფლდნენ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობისგან“.
„ოპოზიცია გაერთიანდება თუ არა თვითმმართველობის არჩევნებზე, ამის მიუხედავად, ხმების 57%-ს ვერ მიიღებს. ანალოგიურად, ჩვენ თუ ვისაუბრებთ ცალკეულ მერებსა და საკრებულოებზე, იქაც დარწმუნებული ვართ, რომ ყველა მუნიციპალიტეტში გვექნება სათანადო შედეგი იმის მიუხედავად, თუ როგორი იქნება ოპოზიციის სტრატეგია. ძალიან კარგია, რომ რიგი ოპოზიციური პარტიები გათავისუფლდნენ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობისგან”. რა თქმა უნდა, კარგი იქნება, თუ ეს ვითარება შენარჩუნდება“, – აღნიშნა კობახიძემ.