ირაკლი კობახიძე: ოპოზიცია გაბრაზებულია იმიტომ, რომ ვახტანგ გომელაურმა ძალიან ლამაზად გამოიყვანა ნიკა მელია ოფისიდან და ჩასვა იქ, სადაც მისი ადგილი იყო
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პრემიერმინისტრსა და შინაგან საქმეთა მინისტრზე თავდასხმები ლოგიკურია.
კობახიძის თქმით, ოპოზიცია გაბრაზებულია იმიტომ, რომ ვახტანგ გომელაურმა ნიკა მელია ჩასვა იქ, სადაც მისი ადგილი იყო.
„ოპოზიცია არის გაბრაზებული იმისთვის, რომ ვახტანგ გომელაურმა ძალიან ლამაზად გამოიყვანა ნიკა მელია ოფისიდან და ჩასვა იქ, სადაც მისი ადგილი იყო. ამაზე არიან გაბრაზებული და ამას უკავშირდება პიარული კამპანია მის წინააღმდეგ. ამას მიჩვეულები ვართ კონკრეტული ტელევიზიებისა და პარტიებისგან. პრემიერმინისტრსა და შს მინისტრზე თავდასხმები არის ლოგიკური იქედან გამომდინარე, რომ ისინი არიან გამორჩეულად ძლიერი ფიგურები ჩვენს გუნდში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.