ნათია თურნავა: მაისში ექსპორტში თითქმის 45%-იანი ზრდა გვაქვს

საქართველოს ეკონიმიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, მაისში საგარეო ვაჭრობის მაჩვენებელი მკვეთრად გაუმჯობესდა.

როგორც მინისტრმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა,  ექსპორტში თითქმის 45%-იანი ზრდაა.

“ექსპორტმა მაისში მიაღწია თითქმის 340 მილიონ დოლარს”, – თქვა თურნავამ.

მისივე თქმით, 2021 წლის პირველ 5 თვეში ექსპორტი 24,4%-ით და 2019 წლის მაისთან შედარებით ექსპორტი, პრაქტიკულად, იმავე დონეზეა და არ შემცირებულა.

„2019 წელი ესპორტის თვალსაზრისით, ბოლო ათწლეულში რეკორდული წელი იყო. 2021 წლის მაისში, როდესაც ჯერ კიდევ მძვინვარებს პანდემია, გვაქვს ჩვენი პროდუქციის ექპორტი 2019 წლის დონეზე, ხოლო წინა წელთან შედარებით ძალიან მნიშვნელოვანი ზრდა გვაქვს“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები