ზუგდიდის მერიამ სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის საპილოტე პროგრამა – “უფასო გაზიფიცირება ოჯახებს” დაიწყო

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ მიმდინარე წელს, სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის საპილოტე პროგრამა – “უფასო გაზიფიცირება ოჯახებს” დაიწყო – ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, პროექტში ჩართვა შეუძლიათ 30 000-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე ბენეფიციარებს. ამ დროისთვის პროგრამაში ჩართულია 11, ხოლო მიმდინარე პროცესშია 14 ოჯახი.

ასევე, მერია ოთხი თვის განმავლობაში ბენეფიციარებს გახარჯული ბუნებრივი აირის საფასურს სრულად აუნაზღაურებს.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი კონსტანტინე კაკავა, საკრებულოს თავმჯდომარესთან, მამუკა წოწერიასთან ერთად, უჩაშონას ადმინისტრაციულ ერთეულში, პროგრამაში ჩართულ ჭურღულიების ოჯახს სტუმრობდა.

ჭურღულიების სამშვილიან ოჯახს მერიამ საცხოვრებელ სახლში, ერთ–ერთი სოციალური პროგრამის ფარგლებში, „ერთი თბილი ოთახი” მოუწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები