ფინანსთა მინისტრი ხაზარაძეს: ბატონი მამუკა ვერ არჩევს ბრუნვასა და ფსონს სათამაშო ბიზნესის დაბეგვრის ნაწილში

ბატონი მამუკა ვერ არჩევს ბრუნვასა და ფსონს სათამაშო ბიზნესის დაბეგვრის ნაწილში, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა პარლამენტში შემაჯამებელი გამოსვლის დროს.

„ჩვენ შეგვიძლია მარტივად შევადაროთ და ვნახოთ, რომ საგადასახადო დაბეგვრის ნაწილი სათამაშო ბიზნესში, არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი თუ შევადარებთ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანას.

ასევე როცა კაპიტალის ბაზარზე ვსაუბრობთ, ადამიანისგან, რომელიც არ ენდობოდა საკუთარი კომპანიის მიერ დაფუძნებულ ბირჟას და არ ახდენდა აქციების საკუთარ ბირჟაზე გამოშვებას, ძნელია მიიღო შენიშვნა კაპიტალის ბაზრის განვითარებაზე, მაშინ როცა ჩამოვთვალეთ, რა ნაბიჯებია გადადგმული ამისთვის“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები