რევაზ ინანიშვილის ხსოვნის საღამოს საგარეჯოს ცენტრალურმა ბიბლიოთეკამ უმასპინძლა

რევაზ ინანიშვილის მშობლიურ სოფელ ხაშმში  მწერლის ხსოვნას მიაგეს პატივი.
ტრადიციად ქცეული რევაზ ინანიშვილის დღის აღნიშვნა, სახალხო დღესასწაული „რეზოობა“, მწერლის მშობლიურ სოფელ ხაშმში, 2016 წელს დაწესდა და ყოველ წელს იმართება. პანდემიით შექმნილი მდგომარეობის გამო,  მე-5 ღონისძიების ჩატარება შარშან, სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა.
წელს კი, ქვეყანაში მოქმედი რეგულაციების სრული დაცვით, სოფელ ხაშმის  წმ. გიორგის სახელობის ეკლესიაში, მწერლის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი კვლავ ჩატარდა. შემდეგ, კი საგარეჯოს ცენტრალური ბიბლიოთეკის ორგანიზებით, რეზო ინანიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში გაიმართა.
მოწვეულები იყვნენ მწერლის ოჯახის წევრები, საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირის წარმომადგენლები, პოეტები და მწერლები, კულტურის სამსახურისა და მუნიციპალიტეტის მერიის სამსახურის თანამშრომლები და ჩვენი მუნიციპალიტეტის აქტიური საზოგადოება.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ახალგაზრდა შემოქმედები: ნინი ბუზარიაშვილი და მარიამ ოზგელდაშვილი, რომლებმაც წაიკითხეს მწერლისადმი მიძღვნილი ლექსები, მოგონებები და ნაწყვეტები მისი უკვდავი მოთხრობებიდან.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის, განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურის მიერ დიპლომები გადაეცათ ,,რეზოობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით  გამოცხადებულ ლიტერატურულ კონკურსში ,,მირანდუხტი“ – გამარჯვებულ ბავშვებს: ანა კერატიშვილს, ნინი ბუზარიაშვილს და ნინი გაგნიაშვილს.
საღამოზე კიდევ ერთხელ გაიხსენეს ეპიზოდები რეზო ინანიშვილის ცხოვრებიდან, ისაუბრეს მისი ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ და პატივი მიაგეს მის ხსოვნას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები