ეროვნული ბიბლიოთეკის სკვერის სამკითხველო გურჯაანში

ეროვნული ბიბლიოთეკა აგრძელებს საქართველოს ქალაქებსა და სოფლებში სკვერის ბიბლიოთეკების გახსნას. თითოეული კუთხის სპეციფიკის მიხედვით შექმნილი ულამაზესი წიგნის ბუდეები არაერთ საინტერესო წიგნს სთავაზობს დაინტერესებულ მკითხველს. ძირითადად, ბიბლიოთეკები უახლესი ლიტერატურისგან შედგება. მკითხველს კი შეუძლია ბუდეში მოთავსებული წიგნის აღება, წაკითხვა და უკან დაბრუნება ან სხვა წიგნით ჩანაცვლება.
ამ პრინციპით შექმნილი კიდევ ერთი სკვერის ბიბლიოთეკა გახსნეს გურჯაანში ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენლებმა.
„ესეც ასე – ეროვნული ბიბლიოთეკის მორიგი სკვერი-სამკითხველო. ამჯერად გურჯაანი, პაპას ბაღი“, – წერს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები