ლადო კახაძე – ,,ნაცმოძრაობაზე”: ისეთი შთაბეჭდილება მრჩება ხანდახან, რომ სხეული დარბაზშია, მაგრამ გარედან ლაპარაკობს ადამიანი
‘ისეთი შთაბეჭდილება მრჩება ხანდახან, რომ სხეული დარბაზშია, მაგრამ გარედან ლაპარაკობს ადამიანი”, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის წევრი, ლადო კახაძე საკანონმდებლო ორგანოში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრთა შესვლას.
მისი თქმით, როგორი ცვლილებებიც უნდა შეიტანოს ამ ნორმატიულ აქტში მმართველმა გუნდმა, მეორე მხრიდან მას მხარდაჭერა არ ექნება.
,,ქვეყანა დემოკრატიის გზაზეა, ყველას აქვს უფლება, თქვას ის, რასაც თვლის საჭიროდ. ისეთი შთაბეჭდილება კი მრჩება ხანდახან, რომ სხეული დარბაზშია, მაგრამ გარედან ლაპარაკობს ადამიანი. ჩემთვის ეს, სამედიცინო პრაქტიკიდან გამომდინარე, რაღაც ნიშან-თვისებების ერთობლიობის გამოხატულებაა.
მინდა, ვთქვა, რომ ჩვენი ხვალინდელი დღე მაინც თანხმობაზე გავა, გარე სამყარომ უნდა დაინახოს, რომ რაღაცაზე ვთანხმდებით – მიტევებაზე, ერთმანეთისადმი ხელის გაწვდენაზე, გაჭირვებულის დახსნისთვის ვთანხმდებით. სამწუხაროდ, ამას ჯერჯერობით ვერ ვგრძნობ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ აქამდე მივალთ. როგორი ცვლილებებიც უნდა შევიტანოთ ამ ნორმატიულ აქტში, მეორე მხრიდან მას მხარდაჭერა არ ექნება“, – განაცხადა ლადო კახაძემ.