“თანამედროვე საერთაშორისო ვაჭრობაში და გეოპოლიტიკურ პროცესებში ჩინეთის იგნორირება შეუძლებელია” – ირაკლი გოგავა
“თანამედროვე საერთაშორისო ვაჭრობაში და გეოპოლიტიკურ პროცესებში ჩინეთის იგნორირება შეუძლებელია”, – ამის შესახებ გადაცემაში „EURO ანატომია“ პოლიტოლოგმა, ირაკლი გოგავამ ისაუბრა.
„ის არის ერთ-ერთი ძალის ცენტრი. განსაკუთრებით, მისი ეკონომიკური პოტენციალი ღირსშესანიშნავია. შესაბამისად, ევროკავშირი და ევროპის ქვეყნები სწორედ მიილტვიან იმისთვის, რომ ჩინეთთან მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდეთ.
რომ გადავხედოთ კონკრეტიკასაც, მათი ურთიერთობები საკმაოდ შთამბეჭდავია. მაგალითად, ევროპამ კარი გაუღო ჩინურ ინვესტიციას და ლუქსემბურგის ბანკი იყიდეს. მაგალითად, რამდენიმე პორტი მთლიანად კონტროლდება ევროპაში ჩინური კომპანიების მიერ. პირეოსის პორტი, როტერდამის პორტში აქციები აქვთ. ბილბაოს, ვალენსიას პორტი და კიდევ სხვა პორტები. მაგალითად, ზებრიუგეს პორტი და ა.შ.“, – აღნიშნა ირაკლი გოგავამ.