“სპეციალური კომისია ფასების შესწავლასთან დაკავშირებით მომავალ კვირაში დაიწყებს მუშაობას და ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველა მხარეს მოვუსმენთ” – ეკა სეფაშვილი

“სპეციალური კომისია ფასების შესწავლასთან დაკავშირებით მომავალ კვირაში დაიწყებს მუშაობას და ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველა მხარეს მოვუსმენთ, მათ შორის, მწარმოებლებს, დისტრიბუტორებს, მარკეტების ქსელის წარმომადგენლებს”, – ამის შესახებ სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი კომისიის წევრმა, ეკა სეფაშვილმა განაცხადა.

“ეს გჭირდება იმისთვის, რომ ზუსტად გამოვიკვლიოთ ამ სფეროში არსებული ურთიერთობები და გამოვავლინოთ ის ფაქტორები, რომელიც ხელს უწყობს ბაზარზე ზოგიერთი ეკონომიკური აქტორების მიერ მონოპოლიური ძალაუფლების დამყარებას და შემდგომში ამ ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას, რომელიც, პირველ რიგში, მიმართულია ხალხის წინააღმდეგ, მაღალი ფასების საშუალებით,” – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

ცნობისთვის,  ფასების რეგულირების საკითხზე საპარლამენტო კომისია მუშაობას განაგრძობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები