ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული შიდა პასპორტებისა და მართვის მოწმობების გაცემის პუნქტი იხურება
რუსეთის ფედერაციამ ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული შიდა პასპორტების გაცემის სპეციალური პუნქტის მუშაობა გააუქმა,- ამის შესახებ რუსული მედია წერს.
რუსული მხარის ინფორმაციით, გადაწყვეტილების თანახმად, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსული შიდა პასპორტების გაფორმება და გაცემა აღარ განხორციელდება, ხოლო შესაბამისი პროცედურები მხოლოდ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე იქნება შესაძლებელი.
ცნობილია, რომ აღნიშნული პუნქტი მიმდინარე წლის იანვარში გაიხსნა და მისი მიზანი ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები პირებისთვის რუსული დოკუმენტების მიღების გამარტივება იყო. თუმცა მოგვიანებით, ე.წ პოლიტიკურ წრეებში პუნქტის საქმიანობასთან დაკავშირებით უკმაყოფილება გამოითქვა, რასაც მოსკოვის მხრიდან გადაწყვეტილების გადახედვა მოჰყვა.
მედიის ინფორმაციით, შეჩერებულია ასევე რუსული მართვის მოწმობების გაცემასთან დაკავშირებული მომსახურებაც, რომელიც აღნიშნული პუნქტის ფარგლებში ხორციელდებოდა.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლება განცხადებას ჯერჯერობით არ გამოხმაურებია.