“დებატები ძალიან მნიშვნელოვანია და ინიციატივა, რომელიც პრემიერმა გააჟღერა, იყო ძალიან დროული, ვინაიდან საზოგადოებაში არსებობს უამრავი საკითხი, რომელიც საჭიროებს განხილვას” – გიორგი გაბუნია
“დებატები ძალიან მნიშვნელოვანია და ინიციატივა, რომელიც პრემიერ-მინისტრმა გააჟღერა დებატებთან დაკავშირებით, იყო ძალიან დროული, ვინაიდან საზოგადოებაში არსებობს უამრავი საკითხი, რომელიც საჭიროებს განხილვასა და ჯანსაღ დისკუსიას”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, გიორგი გაბუნიამ ისაუბრა.
“ჩვენ თავშივე განვაცხადეთ, რომ ჩვენთვის მიუღებელია დისკუსია და დებატები იმ რადიკალურ ჯგუფებთან, რომლებიც იმართებიან გარედან, რომლებსაც არ აქვთ საკუთარი პოზიცია და შეუძლებელია ჩვენ ისინი განვიხილოთ ოპონენტებად. შესაბამისად, ჩვენთვის, ნებისმიერი ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანი, რომელსაც აწუხებს ქვეყნის ბედი და ქვეყანაში მიმდინარე პრობლემები, ჩვენთვის მისაღებია მათთან საუბარი, დისკუსია და ჩვენ ამისთვის ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ფორმატში მზად ვართ”, – განაცხადა გიორგი გაბუნიამ.