ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, პრიორიტეტების შერჩევის მიზნით მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, პრიორიტეტების შერჩევის მიზნით მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო.

ინფორმაციას ლანჩხუთის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრებს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე ესწრებიან.
“შეხვედრის ფარგლებში, ნიგვზიანის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობამ ხმათა უმრავლესობით თავად განსაზღვრა, თუ რა მიმართულებით დაიხარჯება დასახლებისთვის გამოყოფილი თანხა.
მიმდინარე წელს პროგრამის განსახორციელებლად მუნიციპალიტეტს საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 748 ათასი ლარი გამოეყო.
დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მუნიციპალიტეტის 54 სოფელში საერთო კრებები ან კონსულტაციები წინასწარ შედგენილი გრაფიკის მიხედვით ჩატარდება”,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები