“ევროკავშირი გადაიზარდა უფრო სხვა რამეში; 90-იან წლებში, როდესაც საქართველომ ევროპისკენ სვლა დაიწყო, ის იყო საერთო კეთილდღეობის ერთიანი ბაზარი და ჩვენ ეს გვაინტერესებდა” – ირაკლი გოგავა

“ევროკავშირი, როგორც პროექტი, გადაიზარდა უფრო სხვა რამეში. 90-იან წლებში, როდესაც საქართველომ ევროპისკენ სვლა დაიწყო, ის იყო საერთო კეთილდღეობის ერთიანი ბაზარი და ჩვენ ეს გვაინტერესებდა”, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა, ირაკლი გოგავამ გადაცემაში „EURO ანატომია“ ისაუბრა.

“ბოლო წლებში კეთილდღეობის ბაზარს დაემატა იდეური მდგენელი ულტიმატუმური ფორმით, რომელსაც თავს გვახვევენ, ამას დაემატა სამხედრო კომპონენტი და ეს ჩვენთვის უკვე მიუღებელია.

ე.წ. ენჯეო კლასტერი არ არის ბუნებრივად აღმოცენებული სამოქალაქო საზოგადოება, ეს არის უცხო სახელმწიფოების სამთავრობო სექტორი, რომელიც ფინანსდება სამთავრობო ფულით. ამიტომ ასეთი განცხადებები ემსახურება იმ ძალის ცენტრებს, რომლებიც მას აფინანსებენ. ამიტომაც, ამ ძალების სრული დისკრედიტაციაა საქართველოს საზოგადოებაში, ჩვენ მათ არ ვუსმენთ, ჩვენ გვაქვს ჩვენი სუვერენული ხედვები, რომელსაც საჯაროდ გამოვთქვამთ. დისკრედიტირებული ე.წ. ენჯეო სექტორი ჩვენთვის არ არის შუქნიშანი“, – აღნიშნა ირაკლი გოგავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები