დღეს დავითობაა
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს, 8 თებერვალს დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს აღნიშნავს.
ამასთან დაკავშირებით ტაძრებში საზეიმო წირვა-ლოცვა ჩატარდება.
დავით აღმაშენებელი 1089 წელს, 16 წლის ასაკში გამეფდა და 36 წელი მეფობდა.
ის 53 წლის ასაკში აღესრულა და გელათის მონასტრის შესასვლელშია დაკრძალული.
საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ დავით აღმაშენებელი წმინდანად შერაცხა.