ნიკა მელია: “ქართული ოცნება” არ არის მზად ქვეყნის მართვისთვის

„ქართული ოცნება“ ქვეყნის მართვისთვის რომ არ არის მზად და არც ყოფილა არცერთ ეტაპზე მისი ხელისუფლებაში ყოფნისას, ეს არის, რბილად რომ ვთქვათ, გულდასაწყვეტი და ტრაგიკული”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, ნიკა მელიამ განაცხადა.

მისივე თქმით, თითოეული დღე, რაც „ქართულ ოცნებას” მიტაცებული აქვს ქვეყნის მმართველობის სადავეები, არის ტრაგედია სახელმწიფოსთვის.

“ქართული ოცნება“ გუშინდელი სხდომისთვის მზად იყო თუ არა, მე ვფიქრობ, ეს საერთოდ არ არის საინტერესო. „ქართული ოცნება“ ქვეყნის მართვისთვის რომ არ არის მზად და არც ყოფილა არცერთ ეტაპზე მისი ხელისუფლებაში ყოფნისას, ეს არის, რბილად რომ ვთქვათ, გულდასაწყვეტი და ტრაგიკული. ამიტომ, თითოეული დღე, რაც „ქართულ ოცნებას” მიტაცებული აქვს ქვეყნის მმართველობის სადავეები, ეს არის ტრაგედია ამ სახელმწიფოსთვის და ამ ქვეყანაში მცხოვრები ყველა ადამიანისთვის. ყოველდღიურ რეჟიმში ეს ხელისუფლება უკან სწევს თაობებს და ცლის ქვეყანას საქართველოს მოქალაქეებისგან”, – განაცხადა მელიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები