გიორგი ხოჯევანიშვილი: მმართველ გუნდს მოვუწოდებდი, იმოქმედონ კანონის ფარგლებში და მოუკლონ ცრუ ინფორმაციების გავრცელებას ჩვენთან დაკავშირებით
პარტია “საქართველოსთვის“ წევრი, გიორგი ხოჯევანიშვილი მმართველ გუნდს მოუწოდებს, მათთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეიკავონ.
ხოჯევანიშვილი მმართველ გუნდს კანონის ფარგლებში მოქმედებისკენ მოუწოდებს.
„ჩვენ ვხედავთ, რომ მმართველი გუნდი დღითიდღე უმატებს ყალბი ინფორმაციის ტირაჟირებას. შესაბამისად, მე მათ მოვუწოდებდი, რომ იმოქმედონ კანონის ფარგლებში და მოუკლონ ცრუ ინფორმაციების გავრცელებას ჩვენთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენ დისკრედიტაციას ისახავს მიზნად. იმ დღიდან, რაც დავიწყეთ პოლიტიკური აქტიურობა, ყველა ჩადგა ჩვენს ოპოზიციაში. ერთი მხარე გვაბრალებს „ნაცებთან“ ჩვენს მოკავშირეობას, მეორე მხარე „ქართულ ოცნებასთან“. ვფიქრობ, რომ ეს ორივე არის მცდარი მიდგომა და ამას საზოგადოება ხედავს და რწმუნდება“, – განაცხადა ხოჯევანიშვილმა.