„ფეოლა“ – აღდგენილი ვერსიის ონლაინჩვენება გაიმართება

11 ივნისს, 22:00 საათზე, ეროვნული კინოცენტრის კინოკლუბში ბაადურ წულაძის ფილმის „ფეოლას“ აღდგენილი ვერსიის  ონლაინჩვენება გაიმართება.
ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, ფილმის ჩვენება ეძღვნება დიდ ქართველი ხელოვანის – რეზო გაბრიაძის ხსოვნას.
„ფეოლა“ ქართველი მაყურებლისთვის განსაკუთრებით საყვარელი ფილმია, რომელიც 1970 წელს შეიქმნა. სცენარის ავტორები არიან: რეზო გაბრიაძე და გოგი ჩარკვიანი. ფილმში მთავარ როლს ასრულებს ცნობილი ქართველი მსახიობი იპოლიტე ხვიჩია.
რუსეთის ფილმსაცავ „გოსფილმოფონდში” დაცული ქართული კინომემკვიდრეობის სამშობლოში დაბრუნების პროექტის ფარგლებში „ფეოლას“ საწყისი მასალები საქართველოს გადმოეცა 2017 წელს. 2019 წელს კი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, ეროვნული კინოცენტრისა და ეროვნული არქივის თანამშრომლობით მოხდა ფილმის აღდგენა გიორგი კაკაბაძის მიერ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები