გურამ დოლენჯაშვილის პერსონალური გამოფენა გაიხსნება

11 ივნისს, 19:00 საათზე, ხელოვნების სასახლე ცნობილი ქართველი გრაფიკოსის, „ფანქრის ჯადოქრად“ წოდებული – გურამ დოლენჯაშვილის პერსონალურ გამოფენას უმასპინძლებს.
ორგანიზატორების ინფორმაციით, დამთვალიერებლები გამოფენაზე იხილავენ ფანქრით შესრულებულ ნამუშევრებს, რომლებიც საკმაო რეალისტურობით გამოირჩევა.
ქუთაისში დაბადებული ხელოვანის ნამუშევრები გამოფენილი იყო აშშ-ში, ინგლისში, საფრანგეთში, შვედეთში, ავსტრიაში, გერმანიაში, იაპონიაში და სხვა; მისი ნახატები ინახება სხვადასხვა ქვეყნის მუზეუმებსა თუ კერძო პირთა კოლექციებში.
გამოფენა 11 ივლისამდე გასტანს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები