9 ივნისი რისმაგ გორდეზიანის დაბადების დღეა

1940 წლის 9 ივნისს დაიბადა ქართველი მეცნიერი, ფილოლოგი, აკადემიკოსი, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ემერიტუს პროფესორი, თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ნეოგრეცისტიკისა და ბიზანტინისტიკის ინსტიტუტის დამაარსებელი, რისმაგ გორდეზიანსი. მას 81 წელი შეუსრულდა.
რისმაგ გორდეზიანი 150-მდე სამეცნიერო ნაშრომის, მონოგრაფიებისა და 30-მდე წიგნის ავტორია. გამოსაქვეყნებლად გადაცემული აქვს 100-მდე (ძირითადად ენციკლოპედიისათვის „ანტიკური კავკასია“) სამეცნიერო ნაშრომი. მისი ხელმძღვანელობით დაცულია 40-ზე მეტი დისერტაცია.
არის საქართველოს პრეზიდენტის ბრწყინვალების ორდენოსანი, ღირსების ორდენის კავალერი, საბერძნეთის ღირსების ორდენის მფლობელი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი სამეცნიერო პრემიის ლაურეატი, საქართველოს და საკავშირო კომკავშირის პრემიების ლაურეატი. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, საბერძნეთის მწერალთა კავშირის წევრი, საბერძნეთის არქეოლოგიური საზოგადოების საპატიო წევრი.
რისმაგ გორდეზიანი არის ჟურნალ „ფაზისის“ მთავარი რედაქტორი, ჟურნალ „კავკაზიკის“ რედაქტორი, ჟურნალ „რელიგიის“ სარედაქციო კოლეგიის წევრი, 1994-2010 წლებში იყო ჟურნალ „ფილოლოგუსის“ (გფრ) სარედაქციო საბჭოს წევრი და საგამომცემლო პროგრამა „ლოგოსის“ ხელმძღვანელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები