ექსპორტის მენეჯერთა სასერთიფიკატო კურსი ფიზიკურ ფორმატში დაიწყო

კოვიდ პანდემიით გამოწვეული ერთწლიანი პაუზის შემდეგ, ექსპორტის მენეჯერთა სასერთიფიკატო კურსის პირველი შეხვედრა კავკასიის უნივერსიტეტში ფიზიკური ფორმატით შედგა.

კონკურსის შედეგად, შეირჩა 25 აპლიკანტი, რომელთა ნომინირება თავად დაინტერესებულმა კომპანიებმა მოახდინეს. კურსი მიზნად ისახავს ექსპორტის მენეჯერთა კვალიფიკაციის ამაღლებას, ექსპორტიორი ან ექსპორტზე ორიენტირებული კომპანიებისთვის მენეჯერების გადამზადებას, კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ზრდასა და წარმოების განვითარებას.
კურსი შედგება ექსპორტზე ორიენტირებული 14 მოდულისგან: ინკოტერმსის, საქონლის წარმოშობის, ხარისხის ინფრასტრუქტურის, პროდუქტის შეფუთვისა და საერთაშორისო გაყიდვების ჩათვლით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები