ნინო წილოსანი: “ნაცმოძრაობის” შემოსვლა განსაკუთრებულს არაფერს შესძენს პარლამენტს
აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ნინო წილოსანი მიიჩნევს, რომ საკანონმდებლო ორგანოში “ნაციონალური მოძრაობის” შესვლა პარლამენტს არაფერს შესძენს.
მისივე თქმით, აღნიშნულ პარტიას საბოტაჟი კარგად გამოსდის.
„ქვეყნის იმიჯი, როგორც აღმოჩნდა, მათ სრულებით არ აინტერესებთ. დღეს მათი შემოსვლა ასევე დაგვიანებით მოხდება, ისინი სესიის ნაწილს არ ესწრებიან და, ალბათ, ამასაც თავისი არაადეკვატური პოლიტიკური ახსნა აქვს. თუმცა, საბოლოოდ, მათი შემოსვლა განსაკუთრებულს არაფერს შესძენს პარლამენტს. ისინი თუ იმავე რეჟიმით გააგრძელებენ, როგორც წინა მოწვევის პარლამენტში, კარგად ვიცით, რისი გაკეთება შეუძლიათ – ეს არის დესტრუქცია და საბოტაჟი, რომელსაც ძალიან კარგად ახერხებდნენ და რომლის მეშვეობითაც მათმა პოლიტიკურმა ლიდერმა პარტიის ფიქტიური თავმჯდომარეობაც მიიღო. საკანონმდებლო ორგანოში შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის მოწერის გარეშე შემოსვლა პირდაპირ იმის ნიშანია, რომ მათში არაფერი შეცვლილა. შეთანხმებას, რომელმაც უნდა უზრუნველყოს პარტიებს შორის დემოკრატიული და დასავლური სულისკვეთების ფორმატი, ისინი ემიჯნებიან ამ ყველაფერს, ემიჯნებიან. ევროპულ გზას და იმ პრინციპებს, რომელზეც მიგვითითებს, მოგვიწოდებს და ვთანხმდებით ჩვენ ევროკავშირთან პარტნიორობის ნაწილში”, – განაცხდა წილოსანმა.